სოფელ მატანის საჯარო სკოლებში სწავლა გაურკვეველი ვადით გადაიდო

საქართველო, თბილისი - 14:53 | 14.09.2020
ნანახია: 539

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ორ საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაურკვეველი დროით გადაიდო.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, კოვიდინფექცია ერთ- ერთ პედაგოგსაც დაუდასტურდა, რომელიც გორში, ქორწილში იმყოფებოდა. 120-კაციან ქორწილში, გორში 30 ადამიანი მატანიდან იყო ჩასული. მისივე თქმით, ინფექცია გორში აჭარიდან შევიდა.

ამ დროისთვის სოფელ მატანში 11 ინფიცირებულია. ჯამში რეგიონში 23 შემთხვევაა.

სოფელ მატანში დილიდან ორი სამედიცინო პუნქტი მოეწყო. სადაც ნებისმიერ მსურველს PCR მეთოდით ეპიდემიოლოგები ტესტირებას უტარებენ. ავტომობილებით გადაადგილებულ მოქალაქეებს კი თერმოსქრინინგი უტარდებათ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე