კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 6 გარდაბანში, 5 კი რუსთავში გამოვლინდა

საქართველო, თბილისი - 15:43 | 14.09.2020
ნანახია: 1078

ბოლო 24 საათში, ქვემო ქართლში „კოვიდ-19“-ის 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან ექვსი გარდაბანში, ხუთი კი, რუსთავში. ინფორმაციას ქვემო ქართლის ჯანდაცვის სამსახურის უფროსი დავით ბეგაშვილი ავრცელებს.

რუსთავში დაფიქსირებული შემთხვევები აჭარაში მოგზაურობის ისტორიას უკავშირდება. გარდაბანში ინფიცირების შემთხვევა კი, ოჯახის წევრებს უკავშირდებათ. მათი ინფიცირების წყარო ჯერ უცნობია.

ამასთან, რუსთავში 115, გარდაბანში კი, 20-მდე ადამიანია თვითიზოლაციაში.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე