კახეთში, ბოლო 24 საათში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა

საქართველო, თბილისი - 13:17 | 15.09.2020
ნანახია: 458

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, კახეთში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია უცვლელია, კოვიდინფიცირებულთა რიცხვი არ გაზრდილა და კვლავ 24-ია.

გუშინ რეგიონიდან გაგზავნილი 1 069 ნიმუშიდან 256-ის პასუხი უარყოფითია. კახეთში კვლავ სამი კლასტერია: ველისციხის, ლაგოდეხის და მატანის.

მეორე დღეა, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანის შესასვლელში გაფართოვებული ტესტირება მიმდინარეობს. ამ დრომდე საეჭვო სიმპტომების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

ხიზანიშვილის განმარტებით, 24 ინფიცირებულის მდგომარეობა სტაბილურია, განსაკუთრებით მსუბუქია ათი თვისა და ათი წლის ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარობა.

ლაბორატორიაში გაგზავნილი ბიოლოგიური მასალის 813 ნიმუშის პასუხი დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 170 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე