კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 8 ქუთაისში დადასტურდა

საქართველო, თბილისი - 11:30 | 16.09.2020
ნანახია: 799

იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, ზვიად შალამბერიძის განცხადებით, ქუთაისის ლაბორატორიაში სპეციალისტებმა 1 400 ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს, საიდანაც რვა პასუხი დადებითია.
მისივე ინფორმაციით, მიმდინარეობს ინფიცირების წყაროების კვლევა, თუმცა ეპიდემიოლოგები ვარაუდობენ, რომ ყველა შემთხვევა ე.წ. სკოლის კლასტერს უკავშირდება.

საქართველოში დღეს კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 31 პაციენტი.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე