საქართველოში კორონავირუსის 193 ახალი შემთხვევიდან 92 აჭარაში, 53 იმერეთში, 31 კი თბილისში დაფიქსირდა

საქართველო, თბილისი - 14:47 | 21.09.2020
ნანახია: 593

საქართველოში COVID-19-ის 193 ახალი შემთხვევიდან 92 აჭარას, 53 იმერეთს, 31 კი თბილისს უკავშირდება. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, „დაგვემატა 193 შემთხვევა და გახდა 3695. 193 შემთხვევა ასე ნაწილდება: აჭარა – 92, იმერეთი -53, თბილისი -31, სამეგრელო-ზემო სვანეთი – რვა, გურია – შვიდი, რაჭა ლეჩხუმი – ერთი, მცხეთა მთიანეთი – ერთი“.

მისივე განმარტებით, 40-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულების რაოდენობა და ინფიცირებულთა 42%-ი შეადგინა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე