კორონავირუსის მართვაში ჩართულ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს ხელფასი 50 პროცენტით გაეზრდებათ

საქართველო, თბილისი - 14:21 | 07.10.2020
ნანახია: 979

Covid-19-ის მართვის პროცესში ჩართულ ყველა ექიმს ექნება 50-პროცენტიანი სახელფასო დანამატი. განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართლ ბრიფინგზე.

ტიკარაძის თქმით, ამასთან დაკავშირებით მთავრობის შესაბამისი დადგენილება უახლოეს დღეებში გამოიცემა.

"დღეს მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ეს ეხებათ ექიმებს, რომლებიც ჩართულნი არიან „კოვიდის“ მართვის პროცესში, მათი სამუშაო ანაზღაურების შესახებ არის ეს გადაწყვეტილება. დეტალურად მოხდა დათვლა იმ სახელფასო ფონდის და ექიმების, რომლებიც ჩართულნი არიან პროცესში. მოხდა მათი დაყოფა ჯგუფებად და გუნდებად. ჩვენ დავთვალეთ 70 რეანიმაციულ პოსტზე რეანიმატოლოგ-ექიმთა, უმცროს ექიმთა და ექთანთა სახელფასო ანაზღაურება, ასევე ინფექციონისტების და თერაპევტების რომლებიც ჩართულნი არიან პროცესში. დღეს გამოიცემა დადგენილება, რომლის მიხედვითაც, პროცესში ჩართულ ყველა ექიმს ექნება 50-პროცენტიანი დანამატი იმ ხელფასზე, რომელიც დღეს აქვთ საათობრივ ანაზღაურებაში", - განაცხადა ტიკარაძემ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე