ტრამპმა განაცხადა, რომ მსოფლიოში პოპულარობით მხოლოდ ქრისტეს ჩამორჩება

საქართველო, თბილისი - 14:26 | 16.10.2020
ნანახია: 913

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პოპულარობით მხოლოდ იესო ქრისტეს ჩამორჩება. აღნიშნული განცხადება მან ჩრდილოეთ კაროლინას შტატში, ქალაქ გრინვილში, მოსახლეობასთან შეხვედრისას გააკეთა.

„ერთხელ ვიღაცამ მითხრა: „თქვენ ამ მომენტისთვის მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ადამიანი ხართ“. მე ვუპასუხე, რომ ეს ასე არ იყო. ჩემი თანამოსაუბრე კი დაინტერესდა, თუ ვინ იყო ჩემზე უფრო მეტად სახელგანთქმული და მე ვუპასუხე - იესო ქრისტე“, - განაცხადა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.  

„და თუ ცას შეხედავთ, მიხვდებით, რომ ის (ქრისტე) დიდი სხვაობით ლიდერობს“, - აღნიშნა ტრამპმა.

კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების შემდეგ ტრამპი ფაქტობრივად ყოველდღე ჩადის სხვადასხვა შტატში და წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს ატარებს.  ამომრჩევლების წინაშე ის ტრადიციულად აკრიტიკებს თავის ოპონენტს, დემოკრატების პრეზიდენტობის კანდიდატს ჯო ბაიდენს.

აშშ-ში პრეზიდენტის არჩევნები 3 ნოემბერს არის დაგეგმილი.

 ფოტო: Reuters


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე