ალიევი აცხადებს, რომ აზერბაიჯანის არმიამ ჯებრაილის რაიონში კიდევ 13 სოფელი გაათავისუფლა

საქართველო, თბილისი - 10:24 | 19.10.2020
ნანახია: 853

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ ქვეყნის არმიამ „ჯებრაილის რაიონში კიდევ 13 სოფელი გაათავისუფლა“. ამის შესახებ ილჰამ ალიევმა მიკრობლოგ „ტვიტერზე“ დაწერა.

ამასთან, აზერბაიჯანის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლის შეწყვეტის დროებითი რეჟიმის დარღვევით და მძიმე არტილერიის გამოყენებით, ისევ მიიტანეს იერიში აზერბაიჯანის დასახლებულ პუნქტებსა და არმიის საბრძოლო პოზიციებზე. ილჰამ ალიევის განცხადებით, არიან დაღუპულები და დაჭრილები, მისივე თქმით, აზერბაიჯანის არმიამ მტერს ღირსეული პასუხი გასცა და რამდენიმე დასახლებული პუნქტი გაათავისუფლა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე