გურიის გუბერნატორს კორონავირუსი დაუდასტურდა

საქართველო, თბილისი - 11:40 | 21.10.2020
ნანახია: 512

გურიაში სახელმწიფო რწმუნებულს, ზურაბ ნასარაიას კორონავირუსი დაუდასტურდა. მას ვირუსი განმეორებითი ტესტირების შედეგად გამოუვლინდა.

გურიის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურის უფროსის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, რწმუნებულის მოადგილეების კვლევის შედეგები უარყოფითია. ადმინისტრაციის შენობაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

,,ტესტირების პასუხი დადებითია. ამ ეტაპზე, გუბერნატორი ბინაზე იმყოფება და ელოდება ეპიდემიოლოგების მითითებებს. შესაბამისად, პროტოკოლით დადგენილი წესის მიხედვით იმოქმედებს. მოადგილეების კვლევის შედეგები უარყოფითია. ადმინისტრაციულ შენობის სამივე სართულზე, სადაც განთავსებულია გუბერნია, მერია და საკრებულო, სადეზინფექციო სამუშაოები გვიან ღამით ჩატარდა“, – განაცხადა ლომჯარიამ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე