ახალციხეში ხანძარს მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 11:52 | 23.10.2020
ნანახია: 649

ახალციხეში ხანძარს მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ცეცხლი დიდიმამიშვილის ქუჩაზე მდებარე სახლის მეხუთე სართულზე ერთ-ერთ ბინაში გაჩნდა. მეზობლების თქმით, ბინაში მამაკაცი იმყოფებოდა.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურები. მედიკოსების თქმით, მამაკაცი ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. მათივე ინფორამციით, მამაკაცი სავარაუდოდ ნასვამი იყო.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე