ტრამპმა ბაიდენი რუსეთისგან ფულის მიღებაში დაადანაშაულა

საქართველო, თბილისი - 12:27 | 23.10.2020
ნანახია: 628

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავისი მოწინააღმდეგე საპრეზიდეტო არჩევნებში ჯო ბაიდენი რუსული ფულის მიღებაში დაადანაშაულა.

ტრამპმა განაცხადა, რომ მისი ოპონენტი რუსეთისაგნ ფულს ვლადიმირ პუტინის მეშვეობით იღებდა. ტრამპმა ხაზი გაუსვა, რომ მისთვის ფული არ მიუცია არც რუსეთს, არც უკრაინასა და არც ჩინეთს, ბაიდენი კი ფულს ამ სამივე ქვეყნისგან იღებდა.

 „ჯომ მიიღო 3,5 მლნ დოლარი რუსეთისგან, პუტინის მეშვეობით, რადგან მას ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა მოსკოვს ყოფილ მერთან. შენ მიიღე 3,5 მლნ დოლარი, შენმა ოჯახმა მიიღო 3,5 მლნ დოლარი. ოდესმე ამის ახსნა მოგიწევს. შენ უნდა აუხსნა ეს ამერიკელებს. შესაძლოა,  ეს პირდაპირ ეთერშიც გააკეთო“, - მიმართა ტრამპმა ბაიდენს ნეშვილში გამართულ ფინალურ დებატებზე.

ბაიდენმა ოპონენტის ბრალდება უარყო.

„არც ერთი სახელმწიფოსგან არც ერთი პენი ამიღია“, - უპასუხა ტრამპს ბაიდენმა.

ტრამპმა კი დაამატა, რომ რუსეთთან ურთიერთობაში ისეთი მკაცრი, როგორც თავად იყო, არავინ ყოფილა.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე