თურქეთში მიწისძვრას 4 ადამიანი ემსხვერპლა, 120 დაშავდა

საქართველო, თბილისი - 18:25 | 30.10.2020
ნანახია: 707

თურქეთში, იზმირის პროვინციაში ძლიერ მიწისძვრას ოთხი ადამიანი ემხვერპლა, 120 დაშავდა. ინფორმაციას ქვეყნის საგანგებო სიტუაციებისა და სტიქიური უბედურებების მართვის სამსახური ავრცელებს.

თურქი სეისმოლეგების ცნობით, მიწისძვრა 6,6 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო. ეპიცენტრი ქალაქ სეფერიხისარის რაიონში მდებარეობდა. იზმირში სულ მცირე 20 შენობა დაინგრა.

6.9 მაგნიტუდის მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა საბერძნეთიც,  დოდეკანესის კუნძულებზე. სამოსის კუნძულზე ეკლესიის ნაწილი ჩამოინგრა. დაშავდა ერთი ადამიანი.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე