საბერძნეთში მიწისძვრას მოზარდები ემსხვერპლნენ

საქართველო, თბილისი - 22:44 | 30.10.2020
ნანახია: 754

საბერძნეთში, კუნძულ სამოსზე ორი მოზარდი დაიღუპა. ინფორმაციას საბერძნეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. ისინი შენობის ჩამონგრეული კედლის ნანგრევებში მოყვნენ.

15 წლის ბიჭი და 17 წლის გოგონა ვიწრო ქუჩაზე გადაადგილდებოდნენ, როდესაც მიწისძვრა მოხდა. გარდაცვლილების ცხედრები  ნანგრევებიდან მაშველებმა ამოიყვანეს. მიწისძვრის შედეგად დაშავდა 20 ადამიანი. გავრცელებული ცნობით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სეისმოლოგების შეფასებით, საბერძნეთში მიწისძვრის მაგნიტუდა 6,9-ს შეადგენდა. 

ძლიერი მიწისძვრა მოხდა თურქეთშიც, იზმირის პროვინციაში, ბოლო მონაცემებით დაღუპულია 12 ადამიანი, დაშავებულთა რაოდენობა კი 500-ს აჭარბებს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე