თურქეთი ყოველთვის მზად არის დაეხმაროს საბერძნეთს ჭრილობების მოშუშებაში - ერდოღანი

საქართველო, თბილისი - 23:00 | 30.10.2020
ნანახია: 777

რეჯებ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთისა და საბერძნეთის სოლიდარობა ორივე ქვეყანაზე თავს დამტყდარი ტრაგედიის წინაშე ბევრ სხვა საკითხზე უფრო ღირებულია.

„სამძიმარს ვუცხადებ საბერძნეთს ჩემი და თურქი ხალხის სახელით. თურქეთიც ყოველთვის მზად არის დაეხმაროს საბერძნეთს ჭრილობების მოშუშებაში. ის, რომ ორი მეზობელი სოლიდარობას იჩენს რთულ დღეებში ერთმანეთის მიმართ, ცხოვრებაში არსებულ ბევრ სხვა საკითხზე უფრი მეტად ღირებულია“, - დაწერა ერდოღანმა მიკრობლოგ Twitter-ში.

დღეს თურქეთსა და საბერძნეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. თურქეთში, იზმირის პროვინციაში, ქალაქ სეფერიხისარის ახლოს 6,6 მაგნიტუდის მიწისძვრას 12 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 522 დაშავდა. დაინგრა 20-მდე შენობა. 6,9 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, საბერძნეთშიც, კუნძულ სამოსზე.  დაიღუპა 2 ადამიანი, 20 კი დაშავდა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე