საქართველოს რამდენიმე საარჩევნო ოლქში, საპარლამენტოსთან ერთად საკრებულოს შუალედური და მერების რიგგარეშე არჩევნები ტარდება

საქართველო, თბილისი - 23:25 | 30.10.2020
ნანახია: 430

ხვალ 31 ოქტომბერს, საქართველოს რამდენიმე საარჩევნო ოლქში, საპარლამენტოსთან ერთად საკრებულოს შუალედური და მერების რიგგარეშე არჩევნები ტარდება

საკრებულოების შუალედური არჩევნები ქალაქ თბილისის, თელავის, თეთრიწყაროსა და ონის მუნიციპალიტეტების ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში, ჯამში 39 საარჩევნო უბანზე გაიმართება.

მერების რიგგარეშე არჩევნები კი კასპის, ონის, ხარაგაულის, თერჯოლისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტებში, ჯამში 254 საარჩევნო უბანზე.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე