დღეს უნდა იყოს საქართველოს განვითარების შემობრუნების წერტილი და ოპოზიციამ უნდა გაიმარჯვოს ამ არჩევნებში - გიორგი ვაშაძე
საქართველო, თბილისი - 09:55 | 31.10.2020 ნანახია: 762
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა. საარჩევნო უბანთან მან განაცხადა, რომ ხმა მისცა საქართველოს მომავალს და აღმშენებლობას.
„ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში მოქალაქეებს. ძალიან ბევრი ხალხია საარჩევნო უბნებთან. ოჯახთან, მეუღლესთან, ბავშვებთან ერთად მოვედი. ხმა მივეცი საქართველოს მომავალს, აღმშენებლობას. რაღა თქმა უნდა, ხმა მივეცი იმას, რომ ბევრი ცვლილება გვინდა. ხმა მივეცი იმას, რომ ყველამ ერთად უნდა გავიმარჯვოთ. დღეს უნდა იყოს საქართველოს განვითარების შემობრუნების წერტილი და ოპოზიციამ უნდა გაიმარჯვოს ამ არჩევნებში“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მან მოქალაქეებს აქტიურობისკენ მოუწოდა.
„ყველას ვთხოვთ, მოდით არჩევნებზე, მიიღეთ მონაწილეობა არჩევნებში, რადგან თქვენს ხელშია საქართველოს მომავლის გასაღები. ეს არ არის ერთი ჩვეულებრივი დღე. ეს განსაზღვრავს ქვეყნის შემდგომ ათწლეულებს, როგორ განვითარდება ქვეყანა, როგორ წავალთ წინ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ვფიქრობ, თითოეული მოქალაქე პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს საკუთარ სამოქალქო ვალდებულებას და უფლებას. მომავალი, აღმშენებლობა აუცილებლად გაიმარჯვებს, ყველა ერთად გაიმარჯვებს. ნებისმიერ ოპოზიციურ პარტიას მიეცით ხმა, ოღონდ მოდით არჩევნებზე, ოღონდ მიიღეთ მონაწილეობა არჩევნებში“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















