ფაშინიანმა პუტინს დახმარების თხოვნით მიმართა

საქართველო, თბილისი - 15:52 | 31.10.2020
ნანახია: 700

სომხეთის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ვლადიმირ პუტინს წერილობით მიმართა და სომხეთის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დახმარება სთხოვა. წერილში ხაზგასმულია ახლო აღმოსავლეთიდან უცხოელი შეიარაღებული ტერორისტების გადაყვანისა და მთიანი ყარაბაღის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში მათი მონაწილეობის გარემოებები.

ინფორმაციას სომხეთის საგარეო უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს მიმართა, დაუყოვნებლივ გამართოს კონსულტაციები, რათა დადგინდეს, რა სახისა და რაოდენობის დახმარება შეუძლია რუსეთს სომხეთისთვის.

„პრემიერმინისტრმა მიმართა რუსეთის პრეზიდენტს თხოვნით, დაუყოვნებლივ დაიწყოს კონსულტაციები, რათა განისაზღვროს თუ რა სახის დახმარებას აღმოუჩენს რუსეთის ფედერაცია სომხეთს უსაფრთხოების დასაცავად“ - ნათქვამია განცხადებაში.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე