ივანიშვილის რეჟიმი დამარცხდა - გიგა ბოკერია

საქართველო, თბილისი - 19:00 | 31.10.2020
ნანახია: 557

ფოთი-სენაკი-ხობის "ევროპული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ მათი მონაცემებით, მმართველი პარტია დამარცხდა.

"ერთი საათი დარჩა არჩევნების დასრულებამდე და ყველა ჩვენი მონაცემით ივანიშვილის რეჟიმი დამარცხდა ამ არჩევნებში და საქართველოს მოქალაქეების უდიდესმა ნაწილმა ხმა მისცა გარდამტეხ ცვლილებებს ჩვენს ქვეყანაში. ძალიან მნიშვნელოვანია ამ ბოლო ერთი საათის განმავლობაში, ყველა ჩვენი მოქალაქის მოსვლა არჩევნებზე და დამატებით მხარდაჭერა ცვლილებებისთვის ჩვენს ქვეყანაში," - განაცხადა გიგა ბოკერიამ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე