დონალდ ტრამპმა, შესაძლოა, ენტონი ფაუჩი დაითხოვოს

საქართველო, თბილისი - 13:53 | 02.11.2020
ნანახია: 663

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, შესაძლოა, ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი ენტონი ფაუჩი გაათავისუფლოს. მან ამომრჩევლებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ამ საკითხზე ფიქრობს.

შეხვედრაზე ამომრჩევლების შეძახილები გაისმოდა „დაითხოვეთ ფაუჩი“, რაზეც პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ჯერ არჩევნების დასრულებას დაელოდება.

 „მე ვაფასებ რჩევებს“, - აღნიშნა ტრამპმა.

როგორც ტელეარხი CNN-ი იუწყება, მოგვიანებით ტრამპმა განაცხადა, რომ ფაუჩი „კარგი ადამიანია, მაგრამ ის ხშირად ცდება“.

მანამდე ამერიკული მედია იტყობინებოდა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ტრამპი ჯანდაცვისა და დაზვერვის სამსახურების მაღალი თანამდებობის პირების გათავისუფლებას აპირებს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე