ვენაში მომხდარი ტერაქტი ისლამისტური ხასიათისაა - სებასტიან კურცი

საქართველო, თბილისი - 14:43 | 03.11.2020
ნანახია: 738

ინფორმაცია, რომ ვენაში თავდასხმა ისლამისტური ხასიათისაა, დადასტურდა. ავსტრია იპოვის და პასუხისგებაში მისცემს თავდასხმის ყველა მონაწილეს, - ამის შესახებ ქვეყნის კანცლერმა სებასტიან კურცმა განაცხადა.

„დადასტურდა, რომ გუშინდელი თავდასხმა ნამდვილად ისლამისტურ-ტერორისტული აქტი იყო. ეს იყო ტერაქტი  ჩვენი ფუნდამენტური ღირებულებების, ცხოვრების მოდელისა და ჩვენი დემოკრატიის, სიძულვილის გამო“, - განაცხადა კურცმა.

მან აღნიშნა, რომ ავსტრია დაიცავს თავის ფუნდამენტურ ღირებულებებს, ცხოვრების წესსა და დემოკრატიას ყველანაირი საშუალებებით.

 „მათ კვალს გავყვებით, ვიპოვით და სამართლიანად დავსჯით დამნაშავეებს, მათ წამქეზებლებსა და თანამოაზრეებს“, - დასძინა კანცლერმა.

გუშინ საღამოს ვენის ცენტრში თავდასხმების სერია მოხდა. თავდასხმის ერთ-ერთი სამიზნე სინაგოგა გახდა. კურცმა მომხდარი ტერაქტად შეაფასა. სროლის შედეგად დაიღუპა ოთხი ადამიანი, მათ შორის ერთ-ერთი თავდამსხმელი. დაჭრილია 15 ადამიანი. სულ მცირე ერთ თავდამსხმელს ეძებენ. ავსტრიის შს მინისტრის კარლ ნახამერის განცხადებით, თავდამსხმელები „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდამჭერები არიან.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე