თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 107-მდე გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 16:15 | 03.11.2020
ნანახია: 702

თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 107-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სააგენტო ავრცელებს. „ბოლო მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად დაღუპულია 107 ადამიანი, დაშავებულია 1 027, მათ შორის 144 კლინიკებში მკურნალობას განაგრძობს“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

მიწისძვრის შემდეგ დაფიქსირდა 1 528 აფთერშოკი.

მაშველებმა ნანგრევებიდან 3 წლის გოგონა 91-საათიანი ძებნის შემდეგ ამოიყვანეს. მაშველების თქმით, ბავშვი ჭურჭლის სარეცხ მანქანასა და სარეცხის მანქანას შორის იმყოფებოდა. როგორც იზმირის მერმა განაცხადა, გოგონას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

6,6 მაგნიტუდის მიწისძვრა თურქეთის დასავლეთ ნაწილში, იზმირის პროვინციაში 30 ოქტომბერს მოხდა. ეპიცენტრი მდებარეობდა ეგეოსის ზღვაში, ქალაქ სეფერიხისარის სიახლოვეს. მიწისძვრა იგრძნობოდა საბერძნეთის კუნძულებზეც. ბერძენმა სეისმოლოგებმა მისი მაგნიტუდა 6,9 ბალით შეაფასეს. საბერძნეთში, კუნძულ სამოსზე ორი ადამიანი დაიღუპა და 19 დაშავდა.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე