კანიე უესტმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმა თავის თავს მისცა

საქართველო, თბილისი - 21:00 | 03.11.2020
ნანახია: 721

ამერიკელმა რეპერმა კანიე უესტმა, რომელიც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრას აპირებდა, არჩევნებზე ხმა თავის თავს მისცა.

უესტი აცხადებდა, რომ პრეზიდენტის პოსტზე კენჭისყრას, დამოუკიდებელ კანდიდატად აპირებდა. მან რეპერ Jay-Z-ის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატობა შესთავაზა. უესტის ახლობლები ამბობდნენ, რომ რეპერი ბიპოლარული აშლილობით იყო შეპყრობილი.

 „დღეს პირველად ცხოვრებაში ხმას ვაძლევ შეერთებული შტატების პრეზიდენტის არჩევნებში, და ხმა მივეცი მას, ვისაც ყველაზე მეტად ვენდობი... ჩემ თავს“, - დაწერა უესტმა Twitter-ში.

ტრადიციულად აშშ-ის პრეზიდენტობის რეალური შანსები მხოლოდ ორ წამყვან  - რესპუბლიკურსა და დემოკრატიულ პარტიებს აქვთ. დღევანდელ არჩევნებში ამ პარტიებს დონალდ ტრამპი და ჯო ბაიდენი წარმოადგენენ. ამასთან, არსებობს იშვიათი შემთხვევა, როდესაც მესამე პარტიის ან უპარტიო კანდიდატებმა ხმათა მნიშვნელოვანი რაოდენობა მოაგროვეს. ამ დრომდე უკანასკნელი ადამიანი, რომელმაც ეს შეძლო, ბიზნესმენი როს პერო იყო, რომელმაც არჩევნებში მონაწილეობა 1992 წელს მიიღო და ხმების 19 პროცენტი დააგროვა. თუმცა პერომ საბოლოო გამარჯვება ვერ მოიპოვა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე