ტრამპი ამბობს, რომ ადამიანთა გარკვეული ჯგუფები მოქალაქეებს თავისი ნების გამოხატვაში ხელს უშლიან

საქართველო, თბილისი - 12:32 | 04.11.2020
ნანახია: 677

აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ არსებობენ ადამიანთა ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ სხვა მოქალაქეებს არჩევენებში თავისი ნების გამოხატვაში ხელი შეუშალონ.

აშშ-ის საპრეზიდენტო არ ევენბი 3 ნოემბერს გაიმართა. ზოგიერთ შტატში ხმის მიცემის პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ქვეყანაში 46-ე პრეზიდენტს ირჩევენ. ტრამპის მეტოქე დემოკრატების კანდიდატი ჯო ბაიდენია.  ამჟამად ხმების დათვლა მიმდინარეობს. ამერიკელები პრეზიდენტს ირჩევენ არა პირდაპირ, არამედ შტატების მცხოვრებთა რაოდენობის პროპორციულად დაკომპლექტებული 538-წევრიანი საარჩევნო კოლეგიის მეშვეობით. არჩევნებში გასამარჯვებლად პრეზიდენტობის კანდიდატს სჭირდება სულ მცირე 270 ხმა. ამ მომენტისთვის ტრამპს საარჩევნო კოლეგიის წევრთა 213 ხმა აქვს, ხოლო ბაიდენს - 224.  

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე