ისნის საოლქო საარჩევნო კომისიასთან რამდენიმე ადამიანი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 23:38 | 04.11.2020
ნანახია: 584

ისნის საოლქო საარჩევნო კომისიასთან, სადაც საჩივრებს განიხილავენ, რამდენიმე ადამიანი დააკავეს.

ენმ-ის ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, ხატია დეკანოიძეს კომისიის სხდომაზე შესვლა სურდა, თუმცა, პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა.

დეკანოიძის თქმით, პარტიის ორ წარმომადგენელს, დამკვირვებელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და სხდომიდან გამოაძევეს. მისი თქმით, ერთ-ერთი მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

დეკანოიძემ ასევე განაცხადა, რომ სხდომაზე მათი არც ერთი საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საოლქო საარჩევნო კომისიებთან, თბილისსა და რეგიონებში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

ფოტო: ფორმულა


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე