მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა 48 მილიონს გადააჭარბა

საქართველო, თბილისი - 13:08 | 05.11.2020
ნანახია: 665

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 48 034 287 შემთხვევაა გამოვლენილი. ინფორმაციას ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.

ინფიცირებისა და გარდაცვალების შეთხვევების რაოდენობით შეერთებული შტატები ლიდერობს. ქვეყანაში საერთო ჯამში გამოვლენილია COVID-19-ის 9 480 242 შემთხვევა, გარდაცვლილა 233 663 ადამიანი. გასულ 24 საათში აშშ-ში დადასტურდა ინფიცირების რეკორდული რაოდენობა - 103 000, გარდაიცვალა 1 100 პაციენტი.

აშშ-ის შემდეგ მეორე ადგილზეა ინდოეთი. აქ სულ დადასტურებულია 8 313 876 შემთხევა, გარდაცვლილია 123 611 ადამიანი, მესამე ადგილზე მყოფ ბრაზილიაში უკვე დაფიქსირებულია 5 590 025 შემთხვევა, გარდაცვლილია 161 106 პაციენტი.

 ფოტო:  Reuters


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე