სერბეთის პატრიარქს კორონავირუსი დაუდასტურდა

საქართველო, თბილისი - 13:21 | 05.11.2020
ნანახია: 673

სერბეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურს, პატრიარქ ირინეოსს კორონავირუსი დაუდასტურდა. იუწყება Reuters-ი.

გავრცლებული ცნობით, 90 წლის პატრიარქს კორონავირუსი რუტინული ტესტირებისას გამოუვლინდა.

პატრიარქი ბელგრადში, კოვიდკლინიკაში იმყოფება, თუმცა დაავადება მიმდინარეობს ასიმპტომურად და გართულებების გარეშე.

კვირას, პატრიარქი ირინეოსი ესწრებოდა სერბეთის ეკლესიის უხუცესი მიტროპოლიტის დაკრძალვის ცერემონიას, რომელიც კორონავირუსისგან გარდაიცვალა.

როგორც იუწყებიან, დაკრძალვის ცერემონიას, რომელიც მონტენეგროს დედაქალა პოდგორიცაში გაიმართა, უამრავი ადამიანი ესწრებოდა, პირბადისა და სოციალური დისტანცირების გარეშე.

ცერემონიას ასევე ესწრებოდნენ მონტენეგროს პრემიერ-მინისტრი და სერბეთის პრემიერ-მინისტრი.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე