როგორც ჩანს, კრიმინალის რომანტიზებაა შემორჩენილი, თორემ ნიკანორი როგორ უნდა მოგწონდეს - წილოსანი

საქართველო, თბილისი - 14:26 | 05.11.2020
ნანახია: 830

პარტია "ქართული ოცნების" წევრი ნინო წილოსანის ვარაუდით, კრიმინალის რომანტიზება ჯერ კიდევ შემორჩენილია, რადგან მისი თქმით, სხვაგვარად შეუძლებელია, ოპოზიციონერი ლიდერი ნიკანორ მელია მოგწონდეს.

ამის შესახებ ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

"როგორც ჩანს, ბნელი 90-იანების კანონდაუმორჩილებლობის და კრიმინალის რომანტიზებაა შემორჩენილი, თორემ ნიკანორი როგორ უნდა მოგწონდეს", - წერს წილოსანი.

კონკრეტულად რას გულისხმობს მმართველი გუნდის წევრი არ არის ცნობილი.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე