დავცხოთ მეორე ტურში და ვინც გაიმარჯვებს, ხელისუფლება იმის იყოს - ვახტანგ მეგრელიშვილი
საქართველო, თბილისი - 00:19 | 06.11.2020 ნანახია: 929
პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" მმართველი საბჭოს წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი განმარტავს, თუ რა შემთხვევაში ექნება აზრი მეორე ტურის ჩატარებას. ამის შესახებ მან "ღამის კურიერში" განაცხადა.
როგორც მეგრელიშვილი აცხადებს, "მეორე ტური მე მგონია ერთადერთი, მშვიდობიანი გამოსავალი ხელისუფლებისთვის და მისაღები გამოსავალი შეიძლება გახდეს ოპოზიციისთვის".
"ჩვენ გვჯერა, ადამიანებს საღი აზრის დონეზე გვესმის ერთი ამბავი, თუ მართლა გამოსავლის პოვნა გვინდა ამ კრიტიკული სიტუაციიდან, რომელიც შექმნა "ქართული ოცნებამ", ფაქტობრივად, მოაწყო რევოლუციური მდგომარეობა ყველა გაგებით, რა შეიძლება იყოს აქედან არარევოლუციური გამოსავალი, რომელსაც იდეაში შეიძლებოდა ოპოზიცია დასთანხმებოდა, ჩვენ გავაჟღერეთ ეს იდეა. ეს იდეა მდგომარეობს იმაში, რომ - "ქართულმა ოცნებამ" ნება იბოძოს და შეისმინოს სრულიად ოპოზიციური სპექტრის უნდობლობის მესიჯი და ის პროცენტი, რომელიც თავისთვის დაიწერა, ჩვენ კი არ გამოგვასწორებინოს სამართლებრივი პროცედურებით, ნება იბოძოს და ისე დასვას, რომ ვისია ხელისუფლება მეორე ტურში გაირკვეს და 48% რომელიც "ქართულმა ოცნებამ" დაიწერა და თქვა მეორე ტურებსო აზრი არ აქვსო... ჩემი აზრით, თუ ეს არის ალტერნატივა იმ ესკალაციის, რომელიც ახლა ქვეყანაში მიმდინარეობს, როგორც პოლიტიკურ ველზე, ისე ჯანდაცვის მიმართულებით და ისე ფინანსურ სექტორში... მეორე ტური, მე მგონია, ერთადერთი, მშვიდობიანი გამოსავალი ხელისუფლებისთვის და მისაღები გამოსავალი შეიძლება გახდეს ოპოზიციისთვის, თუ ამას ის გულწრფელად გააკეთებს და მეორე ტურებს ფაქტობრივად შეთანხმება იქნება პოლიტიკური, არასამართლებრივი, არარაოდენობრივი დათვლა, არამედ ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის შეთანხმება. მოდით, დავცხოთ მეორე ტურში და ვინც გაიმარჯვებს, ხელისუფლება იმის იყოს და თუ გვინდა შევიდეთ პარლამენტში ყველანი, რომც ოპოზიციამ წააგოს, შევალთ, ოღონდ რომ მოვიგოთ, მაინც არ იქნება სამართლიანი, იმიტომ რომ ეს არჩევნები არ არის სამართლიანი," - განაცხადა მეგრელიშვილმა "ღამის კურიერში" სტუმრობისას.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















