ბაიდენი, ხმათა რაოდენობით, გადამწყვეტ ჯორჯიის შტატში ტრამპს გაუთანაბრდა

საქართველო, თბილისი - 12:08 | 06.11.2020
ნანახია: 832

აშშ-ის პრეზიდენტობის დემოკრატების კანდიდატი ჯო ბაიდენი ფაქტობრივად გაუთანაბრდა დონალდ ტრამპს მერყევ ჯორჯიის შტატში, სადაც მანამდე მოქმედი პრეზიდენტი ლიდერობდა. ამის შესახებ ტელეარხი Fox News-ი იუწყება.

მისი მონაცემებით, ამ დროისათვის ბაიდენს 49,36%, ტრამპს კი 49,4 პროცენტი აქვს. მათ შორის სხვაობა მხოლოდ 1 775 ხმაა.

ჯორჯია ოთხი შტატიდან ერთ-ერთია, რომელსაც არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენა შეუძლია, თუმცა ამ შტატში გამარჯვებული ჯერ არ გამოცხადებულა. ტრამპის შტაბმა სასამართლოში საჩივარი შეიტანა და საარჩევნო კომიტეტისგან ხმების დათვლასა და ფოსტით მიღებული ბიულეტინების შენახვაზე კანონის დაცვა მოითხოვა.

გამარჯვებისთვის კანდიდატს კოლეგიის წევრთა სულ მცირე 270 ხმა სჭირდება. ამ მომენტისთვის ბაიდენს 264 ხმა აქვს, ტრამპს კი - 214.

ამის მიუხედავად, ტრამპმა თავი გამარჯვებულად გამოაცხადა და დემოკრატები „არჩევნების მოპარვაში“ დაადანაშაულა. ის ამტკიცებს, რომ გადამწყვეტ შტატებში დიდი უპირატესობით გაიმარჯვა, მაგრამ შემდეგ მისი ოპონენტისთვის  მიცემული ხმები გაიზარდა. ტრამპს მიაჩნია, რომ ეს შემთხვევით არ მომხდარა, ფოსტით ხმის მიცემას კი კატასტროფა უწოდა.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე