ჯო ბაიდენი შეერთებული შტატების 46-ე პრეზიდენტი გახდა

საქართველო, თბილისი - 20:43 | 07.11.2020
ნანახია: 674

ჯო ბაიდენი შეერთებული შტატების 46-ე პრეზიდენტი გახდა.

ცოტა ხნის წინ ჯო ბაიდენმა პენსილვანიის შტატშიც მოიგო და საარჩევნო კოლეგიის კიდევ 20 ხმა მოიპოვა, რითაც ჯამში კოლეგიის წევრთა 273 ხმა მიიღო.

პენსილვანიის შტატის მოგებით ბაიდენმა საარჩევნო კოლეგიის წევრთა საკმარისი რაოდენობის ხმა მიიღო იმისათვის, რომ იგი უკვე ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულ პრეზიდენტობად იწოდებოდეს, ვიდრე მისი ინაუგურაცია შედგება.

თუმცა შესაძლოა ჯო ბაიდენის გამარჯვებას გარკვეული წინააღმდეგობები შეხვდეს, რადგან დონალდ ტრამპი რამდენიმე შტატის შედეგების გასაჩივრებას, ან ხმების გადათვლას გეგმავს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე