ჯასტინ ტრიუდომ ჯო ბაიდენს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

საქართველო, თბილისი - 21:27 | 07.11.2020
ნანახია: 805

კანადის პრემიერ მინისტრმა ჯასტინ ტრიუდომ აშშ-ის პრეზიდენტობის დემოკრატ კანდიდატს ჯო ბაიდენს და ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატს კამილა ჰარისს აშშ-ის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

„ვულოცავ ჯო ბაიდენსა და კამილა ჰარისს. ჩვენი ქვეყნები ახლო მეგობრები, პარტნიორები და მოკავშირეები არიან. ჩვენ გვაქვს ურთიერთობა, რომელიც უნიკალურია მსოფლიო არენაზე. ველოდები შესაძლებლობას ვიმუშაოთ და განვავითაროთ ეს ურთიერთობები თქვენთან ერთად“, - დაწერა ტრიუდომ  Twitter-ზე.

ჯო ბაიდენი შეერთებული შტატების 46-ე პრეზიდენტი გახდა.

ცოტა ხნის წინ ჯო ბაიდენმა პენსილვანიის შტატშიც მოიგო და საარჩევნო კოლეგიის კიდევ 20 ხმა მოიპოვა, რითაც ჯამში კოლეგიის წევრთა 273 ხმა მიიღო.

პენსილვანიის შტატის მოგებით ბაიდენმა საარჩევნო კოლეგიის წევრთა საკმარისი რაოდენობის ხმა მიიღო იმისათვის, რომ იგი უკვე ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულ პრეზიდენტად იწოდებოდეს, ვიდრე მისი ინაუგურაცია შედგება.

თუმცა შესაძლოა ჯო ბაიდენის გამარჯვებას გარკვეული წინააღმდეგობები შეხვდეს, რადგან დონალდ ტრამპი რამდენიმე შტატის შედეგების გასაჩივრებას, ან ხმების გადათვლას გეგმავს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე