მსოფლიო ლიდერები ჯო ბაიდენს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავენ

საქართველო, თბილისი - 22:52 | 07.11.2020
ნანახია: 590

მსოფლიო ლიდერები ჯო ბაიდენს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავენ.

კანადის პრემიერ მინისტრმა ჯასტინ ტრიუდომ აშშ-ის პრეზიდენტობის დემოკრატ კანდიდატს ჯო ბაიდენს და ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატს კამილა ჰარისს აშშ-ის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

"ვულოცავ ჯო ბაიდენსა და კამილა ჰარისს. ჩვენი ქვეყნები ახლო მეგობრები, პარტნიორები და მოკავშირეები არიან. ჩვენ გვაქვს ურთიერთობა, რომელიც უნიკალურია მსოფლიო არენაზე. ველოდები შესაძლებლობას ვიმუშაოთ და განვავითაროთ ეს ურთიერთობები თქვენთან ერთად“, - დაწერა ტრიუდომ Twitter-ზე.

ჯო ბაიდენსა და კამალა ჰარისს არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს საფრანგეთის პრეზიდენტმა, ევროკომისიისა და ევროკავშირის საბჭს პრეზიდენტებმა, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა, ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მალტის და საბერძნეთის პრემიერ მინისტრებმა, უელსისა და შოტლანდიის პირველმა მინისტრებმა.

ჯო ბაიდენი შეერთებული შტატების 46-ე პრეზიდენტი გახდა.

ცოტა ხნის წინ ჯო ბაიდენმა პენსილვანიის შტატშიც მოიგო და საარჩევნო კოლეგიის კიდევ 20 ხმა მოიპოვა, რითაც ჯამში კოლეგიის წევრთა 273 ხმა მიიღო.

პენსილვანიის შტატის მოგებით ბაიდენმა საარჩევნო კოლეგიის წევრთა საკმარისი რაოდენობის ხმა მიიღო იმისათვის, რომ იგი უკვე ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულ პრეზიდენტად იწოდებოდეს, ვიდრე მისი ინაუგურაცია შედგება.

თუმცა შესაძლოა ჯო ბაიდენის გამარჯვებას გარკვეული წინააღმდეგობები შეხვდეს, რადგან დონალდ ტრამპი რამდენიმე შტატის შედეგების გასაჩივრებას, ან ხმების გადათვლას გეგმავს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე