საქართველოს პრეზიდენტი ჯო ბაიდენს გამარჯვებას ულოცავს

საქართველო, თბილისი - 12:12 | 08.11.2020
ნანახია: 746

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, ამერიკის ახლადარჩეულ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს, არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. ამის შესახებ ზურაბიშვილი მიკრობლოგ "ტვიტერზე" წერს.

"ვულოცავ ჯო ბაიდენს! საქართველოს, კავკასიის რეგიონსა და მსოფლიოს სჭირდება თავისუფალი, ძლიერი და დემოკრატიული ამერიკა. მოუთმენლად ველით თქვენთან თანამშრომლობასა და ჩვენ ორ ერს შორის კავშირის გამყარებასა და გაღრმავებას", - წერს ზურაბიშვილი.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე