დღევანდელმა დღემ დაადასტურა, რომ ქართველი ხალხი არამხოლოდ აღიარებს, არამედ იწონებს კიდეც არჩევნების შედეგებს - კობახიძე

საქართველო, თბილისი - 21:26 | 08.11.2020
ნანახია: 647

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის თქმით, აქციაზე მყოფი ადამიანების რაოდენობას მნიშვნელოვანი ფაქტორი ენიჭება.

"როდესაც პოლიტიკური პარტიები აპროტესტებენ არჩევნების შედეგებს, იქ, აქციაზე ადამიანების რაოდენობას, ბუნებრივია, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ არის მნიშვნელოვანი ადამიანების რაოდენობის დაფიქსირება და შესაბამისად, დღევანდელმა დღემ დაადასტურა ის, რომ ქართველი ხალხი არამხოლოდ აღიარებს, არამედ იწონებს კიდეც არჩევნების შედეგებს," - განაცხადა კობახიძემ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე