ცესკოს შენობასთან პოლიციის მიერ ძალის გამოყენება იყო უკანონო და არაკონსტიტუციური - საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
საქართველო, თბილისი - 11:18 | 09.11.2020 ნანახია: 779
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა შეშფოთებას გამოთქვამს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან 2020 წლის 8 ნოემბრის ღამეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. მიგვაჩნია, რომ პოლიციის მიერ ძალის გამოყენება იყო სრულიად უკანონო და საქართველოს კონსტიტუციით დაცული შეკრების თავისუფლების უხეში დარღვევა.
ხაზგასასმელია, რომ საქართველოს კანონმდებლობით სპეციალური საშუალებების გამოყენებას გააჩნია კონკრეტული წინაპირობები და მკაცრი სტანდარტი, რომელთა ზედმიწევნით დაცვაც არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. „პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონით წყალსატყორცნის გამოყენება დასაშვებია იმ შემთხვევაში თუკი იგი მიემართება მართლწესრიგის მასობრივი დარღვევის აღკვეთას ან სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივ ობიექტზე ჯგუფური თავდასხმის მოგერიებას. პოლიცია ასევე ვალდებულია, რომ იძულების ღონისძიება გამოიყენოს პროპორციულად, მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, იმ ინტენსივობით, რომელიც უზრუნველყოფს კანონიერი მიზნის მიღწევას, ამასთან, - არ გამოიყენოს ისეთი საშუალება, რომელიც დაკავშირებულია გაუმართლებელ რისკთან. აღსანიშნავია, რომ ამავე კანონით პოლიციას ეკისრება ვალდებულება, წყალსატყორცნის გამოყენების შესახებ წინასწარ გააფრთხილოს პირი და მისცეს გონივრული ვადა კანონიერი მოთხოვნის შესასრულებლად.
"გუშინ განვითარებული მოვლენების დროს საქართველოს ხელისუფლებამ ყველა ზემოთჩამოთვლილი ვალდებულება და წინაპირობა დაარღვია. კერძოდ:
· ცესკოს მიმდებარე ტერიტორაზე გამართული აქციის დინამიკა არც ერთ ეპიზოდში არ შეიცავდა სპეციალური საშუალებების გამოყენების საჭიროებას, ვინაიდან სახეზე არ იდგა არც ერთი ზემოთ ჩამოთვლილი წინაპირობა. აქცია მთლიანობაში მიმდინარეობდა მშვიდ გარემოში და არ შეინიშნებოდა მართლწესრიგის მასობრივი დარღვევა ან ცესკოს შენობაზე ჯგუფური თავდასხმის განზრახვა;
· პოლიციამ წყლის ჭავლის გამოყენების პირველ ეპიზოდში არ გააფრთხილა შეკრებილი ადამიანები აღნიშნულის შესახებ და ყოველგვარი გონვირული დროის მიცემის გარეშე დაიწყო მოქმედება, რაც უხეშად არღვევს როგორც ეროვნულ კანონმდებლობას, ისე საერთაშორისო სტანდარტებს;
· შემაშფოთებელია ის, თუ როგორ და რა პირობებში მოხდა წყლის ჭავლის გამოყენება, რამაც აქციის მონაწილეებს შეუქმნა ჯანმრთელობის დაზიანების რისკი. გავრცელებული ინფორმაციით გამოყენებული წყლის ნაკადით დაზიანდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ოპერატორები, რაც მიუთითებს იმაზე, რომ სამართალდამცავებმა არ დაიცვეს სპეციალური საშუალების გამოყენების წესი და ამავდროულად ხელი შეუშალეს ჟურნალისტებს საქმიანობის შესრულებაში;
· ამასთან, გასათვალისწინებელია ცივი კლიმატური პირობები და შექმნილი ეპიდსიტუაცია, რომელიც ასევე უგულებელყო სახელმწიფომ სპეციალური საშუალების გამოყენებისას.
· ვრცელდება ინფორმაცია, რომ წყლის ჭავლთან ერთად პოლიციამ გამოიყენა სპეციალური აირი, რომელიც სწვავს თვალებს. ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში გაუგებარია აღნიშნული საშუალების გამოყენების აუცილებლობაც.
მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს აქციის მონაწილეების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენება და უზრუნველყოს აქციის მონაწილეების მიერ შეკრების თავისუფლებით სარგებლობა", აღნიშნულის საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას განცხადებაში.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















