COVID-19-ის პანდემია გამოვიდა საგანგებო სიტუაციების ჩარჩოებიდან - ჯანმო

საქართველო, თბილისი - 17:44 | 09.11.2020
ნანახია: 659

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმღვანელმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა კორონავირუსის გავრცელების გამო სიტუაციის გაუარესების შესახებ განაცხადა.

 „ჩვენ ერთგულნი ვართ დავიცვათ ჯანდაცვის სფეროში ადამიანები საგანგებო სიტუაციის პირობებში, მაგრამ COVID-19-ის პანდემია უკვე გამოვიდა საგანგებო სიტუაციების ჩარჩოებიდან“, - განაცხადა მან ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეის 73-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.

ორგანიზაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ პანდემია ნეგატიურად აისახება სხვა ინფექციური დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლაში.

ამასთან, გებრეიესუსმა მოუწოდა კორონავირუსის ვაქცინას შეხედონ, როგორც „გლობალურ კეთილდღეობას და არა ნედლეულ პროდუქტს“.

მსოფლიოში კორონავირუსით უკვე 50 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, გარდაიცვალა 1,2 მლნ პაციენტი. ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევები გამოვლენილია აშშ-ში, ინდოეთსა და ბრაზილიაში.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე