ვოლოდიმირ ზელენსკის COVID-19 დაუდასტურდა

საქართველო, თბილისი - 20:48 | 09.11.2020
ნანახია: 647

უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის კორონავირუსი დაუდასტურდა. იუწყება ზელენსკის ადმინისტრაცია.

ადმინისტრაციის ცნობით, პრეზიდენტი თავს კარგად გრძნობს და მოვალეობის შესრულებას დისტანციურად, თვითიზოლაციაში განაგრძობს.

მანამდე ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებდა, რომ უკრაინაში კორონავირუსის მზარდი გავრცელების საპასუხოდ, შეზღუდვების გამკაცრებას გეგმავს.

უკრაინაში კორონავირუსის 483 153 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის 8 812 ინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე