ალიევმა განაცხადა, რომ ყარაბაღში რუსი და თურქი მშვიდობისმყოფელები განლაგდებიან

საქართველო, თბილისი - 08:57 | 10.11.2020
ნანახია: 762

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღში მშვიდობისმყოფელებს რუსეთი და თურქეთი განალაგებს.

როგორც ცნობილია, რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა ხელი მოაწერეს ყარაბაღში ომის დასრულების ერთობლივ განცხადებას.

განცხადების თანახამდ, ცეცხლი სრულად 10 ნოემბრიდან შეწყდება, აზერბაიჯანი და სომხეთი გაჩერდებიან დაკავებულ პოზიციებზე, ასევე გაცვლიან ტყვეებს, აგრეთვე ყარაბაღში განლაგდებიან რუსი მშვიდობისმყოფელები. სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა „ფეისბუქზე“ დაწერა, რომ ეს შეთანხმება მისთვის უკიდურსად მძიმე გადაწყვეტილება იყო.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე