ერევანში აქციის მონაწილეები პარლამენტში შეიჭრნენ

საქართველო, თბილისი - 09:11 | 10.11.2020
ნანახია: 857

ერევანში საპროტესტო აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ და სხდომათა დარბაზი დაიკავეს.

მცირერიცხოვანმა დაცვამ, სცადა მათთვის გზა გადაეღობა, თუმცა აქციის მონაწილეებმა ისინი გადათელეს და სხდომათა დარბაზში შეიჭრნენ. მათ ტრიბუნა დაიკავეს. აქციის მონაწილეები ტრიბუნიდან სიტყვით გამოდიან და მთიან ყარაბაღში ბრძოლის გაგრძელებას მოითხოვენ.

ერევანში არეულობები მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა აზერბაიჯანთან და რუსეთთან ერთად მთიან ყარაბაღში ომის დასრულებას ხელი მოაწერა.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე