საპროტესტო აქციის მონაწილეებმა სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარეს სცემეს

საქართველო, თბილისი - 09:53 | 10.11.2020
ნანახია: 724

ერევანში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარეს არარატ მირზოიანს სცემეს.
კონფლიქტი აქციის მონაწილეებსა და მირზოიანის დაცვის წვერებს შორის მოხდა. თავად პარლამენტის თავმჯდომარე ავტომობილში იმყოფებოდა, თუმცა მომიტინგეებმა ის მანქანიდან გადმოიყვანეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

სომხეთის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად ხელი მოაწერა ყარაბაღში ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას.

ამ გადაწყვეტილებას სომხეთის დედაქალაქში არეულოებები მოყვა, რომელიც ამ დრომდე გრძელდება. ათასობით დემონსტრანტი ქუჩაშია გამოსული, მათ დაიკავეს მთავრობისადა პარლამენტის შენობები.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე