აზერბაიჯანი ყარაბაღში ომის დასრულებას ზეიმობს | ფოტო

საქართველო, თბილისი - 10:38 | 10.11.2020
ნანახია: 808

აზერბაიჯანის მოსახლეობა ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას საზეიმო განწყობით შეხვდა. მოქალაქეები ქუჩებში გამოვიდნენ და ერთმანეთს ომის დასრულებას ულოცავენ.

მას შემდეგ რაც პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ყარაბაღში ომის დასრულების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შესახებ განაცხადა, ბაქოს მცხოვრებლები ქუჩებში დროშებით გამოვიდნენ და სახალხო ზეიმი მოაწყვეს.

კომენდანტის საათის მიუხედავად, ბაქოელები ღამის ოთხ საათზე გარეთ გამოვიდნენ და დედაქალაქის ცენტრში შკრება დაიწყეს.

 

Жители Баку празднуют победу в войне за Карабах (ФОТО/ВИДЕО) - Gallery Image

 

 

 

სომხეთის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერეს ყარაბაღში ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას.

ამ გადაწყვეტილებას სომხეთის დედაქალაქში არეულოებები მოყვა, რომელიც ამ დრომდე გრძელდება. ათასობით დემონსტრანტი ქუჩაშია გამოსული, მათ დაიკავეს მთავრობისადა პარლამენტის შენობები.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე