შემაჯამებელი ოქმების განხილვის პარალელეურად ცესკო-სთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

საქართველო, თბილისი - 19:47 | 13.11.2020
ნანახია: 498

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შემაჯამებელი სხდომა იმართება.  სხდომაზე 31 ოქტომბრის პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგებისა და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების პირველი ტურის შედეგებს შეაჯამებენ.

ამას გარდა, სხდომაზე სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების მიერ შეტანილ საჩივრებსაც განიხილავენ. სხდომას ოპოზიციის წევრებიც ესწრებიან.

სხდომის პარალელურად აქცია ცესკოს შენობასთან სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები არიან შეკრებილი. აქტივისტები ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე