ქართული ოცნება არ განიხილავს ხელახალ არჩევნებს - კახა კალაძე

საქართველო, თბილისი - 17:38 | 14.11.2020
ნანახია: 598

პარტია ქართული ოცნების გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, მმართველი გუნდი ხელახალი არჩევნების ჩატარების საკითხს არ განიხილავს.

კალაძე ამბობს, რომ არჩევნებში 2 მილიონამდე ადამიანი მონაწილეობდა, საიდანაც, 1 მილიონამდე ამომრჩეველმა მმართველ გუნდს მისცა ხმა.

"ქართული ოცნება არ განიხილავს ხალხის მიერ თავისუფალ არჩევნებში გამოხატული ნების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას, ხელახალ არჩევნებს ან მსგავს საკითხებს. არავის უნდა დაავიწყდეს, რომ პატივი უნდა ვცეთ ყველა ამომრჩეველს, თითოეულის არჩევანს. აქვე მინდა მივმართო ჩვენ ამომრჩევლებს: არავინ აპირებს ისე წარმართოს პოლიტიკური დიალოგი, რომ თქვენი ხმები და თქვენი მხარდაჭერა ვინმემ გაბედოს და მეორეხარისხოვნად მიიჩნიოს. დიალოგზე შეთანხმების წესების მიხედვით მოლაპარაკების საკითხები საჯაროდ ამ ეტაპზე არ უნდა გახმოვანებულიყო. ამის მიუხედავად ოპოზიციის წარმომადგენელები საჯაროდ საუბრობენ, რომ არ დათანხმდებიან ხმების გადათვლაზე. უნდა დავადასტუროთ, რომ ოპოზიციამ უარი თქვა შედეგების გადამოწმების ორივე ფორმაზე", - განაცხადა კახა კალაძემ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე