ფილიპინებზე ტაიფუნ „ვამკოს“ 67 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 12:01 | 15.11.2020
ნანახია: 591

ფილიპინებზე ტაიფუნ „ვამკოს“ 67 ადამიანი ემსხვერპლა. რისკების შემცირებისა და უბედურების შედეგების ლიკვიდაციის ეროვნული სამსახურის ცნობით, დაშავდა 21 ადამიანი, ხოლო 12 უკვალოდ არის დაკარგული.

ტაიფუნმა ზიანი მიაყენა 25 ათასზე მეტ საცხოვრებელ სახლს. სოფლის მეურნეობისთვის მიყენებული ზარალის ოდენობა კი 25 მილიონ დოლარს შეადგენს.

ფილიპინებისთვის „ვამკო“ წელს უკვე 21-ე ტაიფუნია. ნოემბრის დასაწყისში ტაიფუნ „როლის“ სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე