მაიკ პომპეო კათოლიკოს-პატრიარქს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 12:05 | 18.11.2020
ნანახია: 617

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდა. შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ამერიკის საელჩო ავრცელებს.

"სახელმწიფო მდივანი პომპეო სიამოვნებით შეხვდა მის უწმინდესობას, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ ილია II-ს. შეხვედრისას სახელმწიფო მდივანმა და მისმა უწმინდესობამ განიხილეს საქართველოს მნიშვნელოვანი როლი მსოფლიოში რელიგიის თავისუფლების მხარდაჭერის კუთხით", - ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე