"გაყალბებულია" – მაიკ პომპეოს ვიზიტის პარალელურად მდუმარე აქცია მიმდინარეობს

საქართველო, თბილისი - 12:32 | 18.11.2020
ნანახია: 524

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტის პარალელურად ოპოზიცია რუსთაველის გამზირზე მდუმარე აქციას – "გაყალბებულია" მართავს.

შეკრებილებს ხელში უჭირავთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოქმები წარწერით "გაყალბებულია".

გაშლილია ბანერები წარწერებით "არჩევნები რუსმა ოლიგარქმა გააყალბა". 


ამ წუთებში აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობისკენ მიემართებიან, სადაც აქცია დასრულდება. 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე