მაიკ პომპეოს და პატრიარქის შეხვედრის თემა რელიგიის თავისუფლების მხარდაჭერა იყო - საელჩო

საქართველო, თბილისი - 13:02 | 18.11.2020
ნანახია: 667

აშშ-ს საელჩო სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოსა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის შეხვედრის შემდეგ განცხადებას ავრცელებს:

"სახელმწიფო მდივანი პომპეო სიამოვნებით შეხვდა მის უწმინდესობას, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ ილია II-ს. შეხვედრისას სახელმწიფო მდივანმა და მისმა უწმინდესობამ განიხილეს საქართველოს მნიშვნელოვანი როლი მსოფლიოში რელიგიის თავისუფლების მხარდაჭერის კუთხით."

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ოფიციალური ვიზიტით საქართველოს 17 ნოემბერს ეწვია. 18 ნოემბერს მან შეხვედრები გამართა პრეზიდენტთან, პრემიერმინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან და საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან. ასევე შეხვდა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე