მაიკ პომპეომ საქართველო დატოვა

საქართველო, თბილისი - 13:19 | 18.11.2020
ნანახია: 441

ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ საქართველო დატოვა. ის ოფიციალურ ტურნეს ისრაელში გააგრძელებს. მაიკ პომპეოს თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ცოტა ხნის წინ აფრინდა.

მაიკ პომპეო საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა და საქართველოს ელჩმა შეერთებულ შტატებში, დავით ბაქრაძემ გააცილეს.

პომპეომ ოფოციალური შეხვედრები პრეზიდენტთან, პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, პატრიარქთან და არასამთავრობოებთან გამართა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე