ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი ოპოზიციას არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობისკენ მოუწოდებს

საქართველო, თბილისი - 16:24 | 18.11.2020
ნანახია: 451

ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი ოპოზიციას არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობისკენ მოუწოდებს. შესაბამის განცხადებას ევროპარლამენტარი მიკრობლოგ "ტვიტერზე" ავრცელებს.

"მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას და კანდიდატს, მონაწილეობა მიიღონ არჩევნების მეორე ტურში და მიიღონ თავიანთი მანდატები პარლამენტში, რათა პატივი სცენ საქართველოს მოქალაქეების დემოკრატიულად გამოხატულ ნებას", - აცხადებს მარინა კალიურანდი.

ევროპარლამენტარის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საჩივრები, რომელიც საარჩევნო კომისიას წარუდგინეს უნდა მოგვარდეს სამართლიანად, კანონისა და უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე