პრემიერთან შეხვედრისას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობა განვიხილე - პომპეო

საქართველო, თბილისი - 15:55 | 18.11.2020
ნანახია: 409

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ განცხადებას მიკრობლოგ "ტვიტერზე ავრცელებს.

"შესანიშნავი შეხვედრა შედგა პრემიერ- მინისტრ გიორგი გახარიასთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან, სადაც თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობა განვიხილე. კიდევ ერთხელ გავუსვი ხაზი აშშ-ის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისადმი, რუსული ოკუპაციის პირობებში", - დაწერა მაიკ პომპეომ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე